LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცემენტის 29 ნიმუშიდან 14-მა ტესტირება ვერ გაიარა

6e4e942c946bf82471c17251d9e335e8_XL

საქართველოს ცემენტის ასოციაციისმიერ ჩატარებული მეექვსე ფარული ტესტირების შედეგების მიხედვით, ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 29 სახეობიდან მხოლოდ 15-მა პროდუქტმა, ანუ 52%-მა დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 სტანდარტი, აქედან ხუთი საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციაა.

2019 წლის იანვარში შემოწმებული 29 ნიმუშიდან 14-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

„აღსანიშნავია, რომ შედეგები გაუმჯობესდა 2018 წლის ნოემბრის ტესტირების შემდეგ, როცა 36 ნიმუშიდან მხოლოდ 13-მა გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (36%). საქართველოს ცემენტის ასოციაციის ფარული ტესტირება პოზიტიურ ეფექტს ქმნის საქართველოს ცემენტის ბაზარზე, რისი დასტურიცაა 2019 წლის იანვრის ფარული ტესტირების რეკორდული მაჩვენებელი. შემოწმებული ცემენტის სახეობების 52 %-მა დააკმაყოფილა ევროპული სტანდარტი EN197-1. ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა ეტაპობრივად გააუმჯობესა მათი პროდუქციის ხარისხი, ხოლო დანარჩენმა კომპანიებმა პოზიტიური შედეგები პირველად აჩვენეს. იმ კომპანიებმა, რომლებმაც გარკვეული დროის მანძილზე დააკმაყოფილეს ევროპული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნები, შესაძლებლობა აქვთ გახდნენ საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრები,“ – ნათქვამია „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2018 წლის ნოემბერში, საქართველოს ცემენტის ასოციაციის მიერ პირველად მოხდა იმპორტირებული შეფუთული ცემენტის ხარისხის შემოწმება. შეფუთვაზე მითითებული სტანდარტის მოთხოვნა შვიდი იმპორტირებული ნიმუშიდან მხოლოდ სამმა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 15 იანვრიდან ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ახალი ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. საქართველოს ცემენტის ასოციაცია იმედოვნებს, რომ სააგენტო იქნება აქტიური და შეურიგებელი უხარისხო პროდუქციასთან ბრძოლის საკითხში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g