LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცენტრ პოინტის“ ყიდვით უკრაინული კომპანია დაინტერესდა

88

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ შესაძლოა, გაიყიდოს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გურამ რჩეულიშვილმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, „ცენტრ პოინტის“ გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. როგორც ის ამბობს, „ცენტრ პოინტის“ ყიდვით ოთხი კომპანია, მათ შორის ერთი უკრაინული კომპანიაა დაინტერესებული.

მისი განმარტებით, ამჟამად ყველა კომპანია „ცენტრ პოინტის“ გარშემო არსებულ ვითარებას, აქტივებსა და პასივებს სწავლობს. 

„ჩვენ მზად ვართ გასაყიდად. რამდენიმე დიდი ჯგუფია დაინტერესებული და ვისთან მივაღწევთ შეთანხმებას, ამაზე საუბარი ცოტა რთულია ახლა. კომერციულად მთლიანად „ცენტრ პოინტი“ საინტერესოა იმიტომ, რომ დამტკიცებულია 400 ათას კვადრატულამდე პროექტები და ვალდებულება არის 40 ათასი კვადრატული. კომპანიას, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსი, რომ ამ მასშტაბის სამუშაოს გაწვდეს, მისთვის ძალიან მიმზიდველი კომპანიაა „ცენტრ პოინტი“, – განაცხადა რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, მყიდველ კომპანიას „ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები, კერძოდ „დაზარალებულთა დაკმაყოფილების ვალდებულებაც გადაყვება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g