LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა – ირაკლი ხმალაძე

102
ირაკლი ხმალაძე

„ცენტრ პოინტსა“ და M2 შორის შეთანხმება ვერ შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიაში ადასტურებენ. ირაკლი ხმალაძის თქმით, შეთანხმების მიღწევა, რამდენიმე მიზეზის გამო ვერ მოხერხდა, რამაც საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა.

„საბოლოო ჯამში, შეთანხმება ვერ მოხერხდა, იმიტომ, რომ გარკვეულ პირობებზე, რაც დაზარალებულების ინტერესებში შედიოდა, ვერ დაითანხმეს M2 და შეიძლება პირიქითაც იყო, გარკვეული პირობა, რაც წამოაყენა მან, იყო ჩვენთვის ან დაზარალებულებისთვის მიუღებელი.

მთავარი ის არის, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტი არ გაჩერდება, ვიდრე, გარკვეული ასე ვთქვათ, ნორმალური, კარგი, საღი სცენარი არ დაიდება და არ მოხდება შეთანხმება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილება, ამას გიდასტურებთ და გავაგრძელებთ მუშაობას.

პირობებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან რამდენიმე ნიუანსი იყო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ეს მოლაპარაკება ჩიხში შეიყვანა,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს – მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისულების აღკვეთა შეუფარდა. მათ გამოძიება 11 მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისებას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g