LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია მეტროსადგურებისთვის ვაგონებს რუსული კომპანიისგან შეიძენს – “ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა”

156
მეტრო

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მერია მეტროსადგურებისთვის ვაგონებს რუსული კომპანია „მეტროვაგონმაშისგან“ შეიძენს, რისთვისაც ჯამში 50 მილიონ ევრომდე არის გათვალისწინებული.

როგორც ხმალაძე ამბობს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) შეთანხმებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ქართული მხარის ინტერესები მაქსიმალურად დაცულია. ვიცე-მერის თქმით, რუსულ კომპანიას უპირატესობა დაბალი ფასის გამო აქვს და სხვა მომწოდებლის პირობებში ვაგონების შესყიდვა ვერ მოხდებოდა.

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ივნისი-აგვისტოს შუალედში ჩაუტარდება

“ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფასად ჩვენ სხვა ალტერნატიული მომწოდებლისგან ვერ შევძლებდით ვაგონების შესყიდვას და პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით 30-35% აუცილებლად სხვა მომწოდებლის შემთხვევაში ძვირდებოდა, თუნდაც ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე, რომ გადავსულიყავით. ვეცადეთ, რომ არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის, ანუ ჩვენი დაკვეთის ფინანსური ინტერესები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო. ამ პირობებს მივაღწიეთ. ყოველი ეტაპი ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან შეთანხმდა, ამ ცვლილების თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა, ამის შემდეგ ამ ცვლილებებს ხელი მოეწერა და ამოქმედდა. ვიმედოვნებ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში მოწოდება მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომას ადგილი ექნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მაქსიმალურად დაზღვეულია იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია წარმოებას ვერ შეძლებს და ჩვენ გადახდილი თანხის და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ აღმოვჩნდეთ. ეს ყველაფერი შეიცვალა ისე, რომ ჯერ საქონელს მივიღებთ, ექსპლუატაციაში შევა და მხოლოდ იმ ნაწილს ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა და თბილისის მეტროსადგურებში ჩაეშვება”, – აღნიშნა ხმალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები