თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, „300 არაგველზე“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა. ადგილზე კი სასწრაფო და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.
პირი, რომელიც „300 არაგველზე“ ლიანდაგში ჩავარდა, კლინიკაშია გადაყვანილი.
მეტრო ამ დროისთვის მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ მეტროსადგურ „ახმეტელამდე“ გადაადგილდება.
