თბილისის მეტროსა და საქართველოს რკინიგზის მუშაობა განახლდა.
შეფერხება საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ გამოიწვია.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ავარიიდან მოკლე დროში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს.
მათივე განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
