LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი ცაგურია: „საქართველოს რკინიგზაში სამგზავრო მიმართულებით მასშტაბური და ისტორიული სიახლეები გვაქვს – მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები, დარწმუნებული ვარ, მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“

543
დაჩი  ცაგურია

საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის დაჩი ცაგურიას განცხადებით, იმ რეფორმების პარალელურად, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება, მათ შორის, სამგზავრო მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

„აგვისტოდან საქართველოს რკინიგზამ, თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით, სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა, მკვეთრად გააუმჯობესა მომსახურების ხარისხი და სერვისი, აქტიურ ფაზაშია სამგზავრო სადგურების რეაბილიტაციის პროცესი. ზაფხულის სეზონზე საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს არაერთი სიახლე შესთავაზა. აღნიშნული საკითხების გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესები ამოქმედდა. მგზავრთა უფლებების დაცვა, ცხადია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ დოკუმენტის მიღება ძალიან სწორი და დროულია. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“, – განმარტავს დაჩი ცაგურია.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია საქართველოს რკინიგზის მიერ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები, ამასთანავე, მიმდინარეობს 5 სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაციის პროცესი. დაჩი ცაგურიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამგზავრო რეისები განახლებული მატარებლებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები