LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა აბაშიძე: „ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოების ჩატარებამ საშუალება მოგვცა, გარკვეულ მონაკვეთებზე სიჩქარეები გაგვეზარდა“

524
ლაშა აბაშიძე

„თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო  4 საათამდე შემცირდა“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, აქამდე მგზავრობის დრო 5 საათსა და 30 წუთს შეადგენდა.

„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, გარკვეულ მონაკვეთებზე სიჩქარეები გაგვეზარდა და თბილისიდან ბათუმში უსაფრთხოდ, 4 საათში ვიმგზავროთ“, – აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია. კომპანიის მიზანია, სრულად მოაწესრიგოს არა მხოლოდ მაგისტრალურ ხაზებზე არსებული, არამედ საგარეუბნო სადგურებიც.

„უკვე მიმდინარეობს 5-7 სადგურის რეაბილიტაცია და წელს კიდევ გვინდა დავამატოთ 5 სადგური. მომავალ წელსაც სრულად გვინდა, რომ დავამთავროთ სადგურების რეაბილიტაცია“, – განაცხადა აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები