LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალურ ევროპაში ქართულ ხელნაკეთ სამკაულებს ატარებენ

258

ევროპულ ქვეყნებში ქართულ ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებზე მოთხოვნა იზრდება. როგორც ”ფორტუნას” ბრენდ Hippie-ის თანადამფუძნებელმა, ლალი თვალიაშვილმა განუცხადა, მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია ცენტრალურ ევროპაში.

”მუდმივად გვწერენ და გვაძლევენ შეკვეთებს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა: გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია, სადაც Hippie-ის ნივთები ხშირად იგზავნება. ჩვენი პროდუქცია გადის რუსეთში და სხვა მეზობელ ქვეყნებშიც”, – განმარტა Hippie-ის თანადამფუძნებელმა. 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც ლალი თვალიაშვილი ამბობს, Hippie-ის მაღაზიამ ადგილმდებარეობა შეიცვალა და პეკინზე არსებული ფილიალი, აღმაშენებლის გამზირზე გადავიდა.

”პეკინზე მაღაზია აღარ გვაქვს, რადგან ქუჩა არის გადათხრილი და რთულია ხმაურში მუშაობა. ახლა ვართ აღმაშენებლის 146 ნომერში. ჩვენდა გასაოცრად, აღნიშნულ ქუჩაზე გაცილებით დიდია გაყიდვების მაჩვენებელი, ვიდრე პეკინზე გვქონდა. მომხმარებელი უფრო აქტიურად შემოდის ჩვენს მაღაზიაში და ინტერესდება Hippie-ის ნივთებით”, – აღნიშნა თვალიაშვილმა.

ამასთან, Hippie-ის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, ბრენდი აგრძელებს საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას. ამ ეტაპზე Hippie-ის ავტობუსი ბათუმში იმყოფება, სადაც ნივთების რეალიზაციას თვის ბოლომდე განახორციელებს. აგვისტოში კი ბრენდი რაჭას ესტუმრება და გარკვეული დროით აქ დარჩება.

შეგახსენებთ, Hippie-ის ნივთები ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის სახელოსნო რუსთავში მდებარეობს და აქ ამ ეტაპზე 2 ადამიანია დასაქმებული. ონლაინ-გაყიდვების გარდა, ბრენდის ნივთები აღმაშენებლის გამზირზე, Hippie-ის მაღაზიაში იყიდება. აღნიშნული ბრენდის ქვეშ იწარმოება ჩანთები, აქსესუარები, დღიურები და ა.შ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g