LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრალურ ქუჩებზე მაღაზიები დაიხურა: იარგიჯი, პარფოისი და პრომოდი ქართული ბაზრიდან გავიდნენ

765
shutterstock-1592583739

საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield Georgia-ს ინფორმაციით, 2020 წლის ზაფხულში სავაჭრო სექტორი მეტნაკლებად აღდგა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამ და გასული სეზონის პროდუქციაზე დიდმა ფადაკლებებმა უზრუნველყო მომხმარებელთა დიდი ნაკადების მოზიდვა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში. თუმცა, ოქტომბრის დასაწყისში, სავაჭრო ცენტრებმა განაცხადეს მომხმარებელთა ნაკადის 60%-იანი შემცირების შესახებ, გასულ წელთან შედარებით. ბრენდებიიარგიჯი“, „პარფოისიდაპრომოდისაქართველოს ბაზრიდან სრულად გავიდნენ და ამასთან, დაიხურა ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალი მაღაზია .

2020 წელი გარდამტეხი წელი აღმოჩნდა ცენტრალური ქუჩების სავაჭრო ობიექტებისთვის. ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ძირითადმა სავაჭრო ობიექტებმა სავაჭრო ცენტრებში გადაინაცვლეს და მათი ადგილი სასურსათო, საკვები და შერეული ტიპის ობიექტემბა დაიკავეს. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ცენტრალურ ქუჩაზე ვაკანტურობამ 60%- მიაღწია. არაერთგვაროვანია პანდემიის გავლენა გასაქირავებელ ქონებებებთან მიმართებაში. 2020 წელს ჭავჭავაძის გამზირზე გაქირავებული ფართების რაოდენობა გაიზარდა, რაც გამოიწვია ქონების მესაკუთრეთა მიერ ფასების იძულებითმა შემცირებამ, რაც თავის მხრივ განაპირობა მოთხოვნის უპრეცედენტო კლებამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები