LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცენტრიდან გამოყვანილი ახალთახალი ავტომობილები ხიდთან შეჯახებამ დააზიანა

111

ახალთახალი ავტომობილები ტრანსპორტირების დროს სახურავის გარეშე დარჩნენ. რამდენიმე Range Rover და Jaguar, რომელთა ღირებულებაც ასი ათასობით ფუნტი სტერლინგია, მას შემდეგ დაზიანდნენ რაც სატვირთო ავტომობილის მძღოლმა ხიდის სიმაღლე სწორად ვერ გათვალა. სატვირთომ ხიდის ქვეშ გაიარა და ცენტრიდან რამდენიმე წუთის წინ გამოყვანილი ავტომობილები გადახურვის გარეშე დატოვა.

განახევრებულ ავტომობილებს შორის აღმოჩნდა Range Rover-ის ბოლო გამოშვება Velar, რომლის ღირებულებაც 44 250 ფუნტი სტერლინგია. როგორც თვითმხილველები იხსენებენ, ავტომობილები ჯერ კიდევ შეფუთული იყო და ინციდენტის შემდეგ მათი აღდგენა სავარაუდოდ შეუძლებელი იქნება.

პოლიციის ინფორმაციით კი შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, სატვირთოს მძღოლიც უვნებლად გადარჩა და მხოლოდ ხასიათი წაუხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები