LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკო-ს კანდიდატებს ნდობა ვერ ექნებათ, რადგან ისინი მოდიან რეპუტაცია შერყეული სისტემის შიგნიდან: ანა ნაცვლიშვილი

68
ანა ნაცვლიშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ცესკო-ს კანდიდატებს ნდობა ვერ ექნებათ, რადგან ისინი მოდიან რეპუტაცია შერყეული სისტემის შიგნიდან“.

მისივე განცხადებით, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ეკისრება, თუმცა პასუხისმგებელი სხვა თანამდებობის პირებიც არიან, რომლებიც ცესკო-ში მუშაობენ და მათ მიმართ საზოგადოებაში „ნდობა არ არსებობს“.

პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის

ოპოზიციამ ძალიან სუსტი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავი აარიდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ფართო კონსენსუსით დამტკიცებას: არჩილ თალაკვაძე

„ცხადია, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელს, მაგრამ იმ სისტემაში მხოლოდ თამარ ჟვანია არ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. თანამდებობის პირები არიან ასევე პასუხისმგებელი და ცხადია, ამ ადამიანების მიმართ ნდობა საზოგადოებაში არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ნდობა რომ ყოფილიყო მათ მიმართ, არც ეს კრიზისი იქნებოდა, არც ეს რეფორმა გახდებოდა საჭირო. ახლა ყველაფერი წავიდა იქით, რომ მხოლოდ მმართველი პარტიისთვის სანდო ადამიანი გახდეს ცესკო-ს თავმჯდომარე. ჩვენ ამას მხარს ვერ დავუჭერთ,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

magti 5g