პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მათ თავმჯდომარის თანამდებობაზე რეკომენდაცია გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე გია ცაცაშვილისა და მაია ზარიძის არჩევას გაუწია.
კენჭისყრა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება, სადაც ის კანდიდატებიც გავლენ, რომლებმაც რეკომენდაცია კომიტეტისგან ვერ მიიღეს. კანდიდატებს ოპოზიცია იწუნებს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია ცესკოს 6-თვიანი თავმჯდომარის დანიშვნას ცდილობს, რომელიც მათი მორჩილი იქნება და არჩევნების გაყალბებაში დაეხმარება.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების მხარდაჭერას არ აპირებს არც “ლელო”.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პროცესი კანონის შესაბამისად მიმდინარეობს.