LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი: „ვინაა ოპოზიცია: ორთოდოქსი „ნაცმოძრაობაა“ ხაბეიშვილი, რევიზიონისტი – გვარამია-მელია, „ნაცმოძრაობასთან“ მჭიდროდ აფილირებული – „ლელო“, ოპორტუნისტი – გირჩი ჯაფარიძე – ერთიან სიას სიახლე ვერ ექნება“

126
ირაკლი ქადაგიშვილი

„ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა” – ვინ არის ეს ოპოზიცია: ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი „ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, „ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში, მისი ჩამნაცვლებელი „ლელო”, ოპორტუნისტი „ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის შესაძლო ერთიან სიას, არჩევნებისთვის რაიმე სიახლე ქართული პოლიტიკისთვის ვერ ექნება.

„ამ საერთო [ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო] სიის შემადგენელი ნაწილების 99% იქნება სხვადასხვა ფორმით დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა”. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ისევ ერთ ელექტორატზე კონცენტრირებული საარჩევნო სია თავისი სალომე ზურაბიშვილის მფარველობით.

აქედან გამომდინარე, ამ სიას განსაკუთრებული სიახლე ქართულ პოლიტიკაში ვერ ექნება. როგორი წინასაარჩევნო ტაქტიკა სჯობია, მე ამას არ ვურჩევ. კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ვინ არის ეს ოპოზიცია.

„არიან „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“, ეს იქნება ყველაზე ადეკვატური ასახვა იმ რეალური პოლიტიკური სურათისა, რომელიც ახლა გვაქვს“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე

„ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი დიდი „ნაცური“ გაერთიანება იყოს ან რაღაც ამდაგვარი“ – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით , „გირჩი“ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს ასეთ გაერთიანებებს.

ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა” ხაბეიშვილი, რევიზიონისტი „ნაციონალური მოძრაობა” გვარამია და მელია, „ნაციონალური მოძრაობასთან” მჭიდროდ აფილირებული და ხშირ შემთხვევაში მისი ჩამნაცვლებელი „ლელო”, ოპორტუნისტი „ნაციონალური მოძრაობა” გირჩი ჯაფარიძე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა”.

„ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა“- ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციაზე

იმ „ლელოს” სამი პროცენტი რომ ჰქონდა, შეიძლება ისიც ვეღარ მიიღოს იმიტომ, რომ მისი ამომრჩევლის დიდ ნაწილს, რომელსაც „ლელო” რაღაცა სხვა ეგონა, სულ არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში” რომ იყოს მისი სამი პროცენტი პორტირებული. ეს არის საბოლოოდ ერთ ამომრჩეველზე გათვლილი ან სია ან ნაწილ-ნაწილ მოქმედება”. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები