LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 6 პარტია გავიდა

138
cms-image-000016854

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულო 6 პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ცესკოს თანახმად, პროპორციული წესით სავალდებულო 2.5%-იანი ბარიერი გადალახეს „ქართულმა ოცნებამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „საქართველოსთვის“, „ლელომ“, „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ და პარტიამ „ხალხისთვის“.

აღნიშნული საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 40.3%
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27.97%
  • „გახარია-საქართველოსთვის“ – 8.85%
  • „ლელო“-3.63%
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 3.3%
  • „ანა დოლიძე – ხალხისთვის“- 2,57%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების შესაბამისად, პროპორციულ ნაწილში თბილისის საკრებულოში:

  • „ქართულ ოცნებას“, სავარაუდოდ – 19 მანდატი ერგება
  • „ნაციონალურ მოძრაობას“-13,
  • „გახარია-საქართველოსთვის“ 4,
  • „ლელოს“-2,
  • „გირჩი მეტი თავისუფლებას“-1
  • „ხალხისთვის“ – 1

„ქართულ ოცნებას“ მოგებული აქვს ასევე თბილისის 10-დან 9 მაჟორიტარული ოლქი და საკრებულოში უკვე ფლობს უმრავლესობას. თბილისის საკრებულოს წევრობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მხოლოდ საბურთალოს ოლქში ვერ გამოვლინდა. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ავთანდილ ცინცაძეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ კანდიდატი ბორის ყურუა დაუპირისპირდება.