პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 სექტემბრის 12:00 საათიდან 2 სექტემბრის 08:00 საათამდე, ჭაბუკიანის (ყოფ. საბურთალოს) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააკაძის მოედნიდან ცინცაძის ქუჩაზე მოსახვედრად ავტომანქანები შარტავას ქუჩას გაივლიან , შემდეგ კალანდაძისა (ყოფ. ბულაჩაურის) და პეკინის ქუჩების გავლით მოხვდებიან ვაჟა–ფშაველას გამზირზე, საიდანაც ჩაუხვევენ ბექას ქუჩაზე და ყაზბეგის გამზირისა და გამრეკელის ქუჩებით მოძრაობას სასურველი მიმართულებით გააგრძელებენ.