“ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცედურების დასრულებას,”- იუსტიციის მინისტრი დემირელის კოლეჯის ყოფილი ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, გათავისუფლებას ეხმაურება.
“მე როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი, როგორც ადრე აღვნიშნე, ველოდები სასამართლო პროცედურის დასრულებას. ხოლო რაც შეეხება, გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პატიმრობის გირაოთი შეცვლას ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი. ალბათ, გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყევტილება“- განაცხადა წულუკიანმა.