50 წლის მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გულშემატკივრებს ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.
ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯეი ლოსა და მისი საქმროს, ალექს როდრიგესის შავ-თეთრი ფოტოები მოექცა, რომელიც წყვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
ჩახუტებული წყვილი ,,ნიუ-იორკ თაიმსს” კითხულობს, რომლის გარეკანზეც covid-19-ის სტატისტიკაა აღბეჭდილი.
„როდესაც სათაური ასეთია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრად ჩაეხუტო მათ, ვინც გიყვარს“ – ასე დაასათაურა ფოტოები ვარსკვლავმა.
ალექს რიდრიგესმა კი თავის „ინსტაგრამზე“ ფოტო გაავრცელა, სადაც მას ლოპესის მხარზე სძინავს.
https://www.instagram.com/p/CAS_r7Sppya/
https://www.instagram.com/p/CATAYx5geoK/