LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაი ”გურიელი” აშშ-ში გაიყიდება

299

ჩაი ”გურიელი” აშშ-ს, ლიტვასა და ლატვიასთან მომალაპარაკებებს აწარმოებს. შესაძლოა, ქართული ჩაი უახლოეს მომავალში ექსპორტზე ამ ქვეყნების ბაზრებზე გავიდეს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ყიასაშვილმა განუცხადა,  ამ ეტაპზე ”გურიელი” უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობს. გარდა ამისა, ქართული ჩაი წინა წელს ჩეხეთსა და რუსეთშიც გავიდა.

”უკრაინასთან თანამშრომლობა შარშან დავიწყეთ. ამ დროისთვის უკვე ორი გადატვირთვა განვახორციელეთ. უახლოეს პერიოდში კი მესამესაც ვგეგმავთ”, – აღნიშნა ყიასაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას მომხმარებლისთვის კიდევ ერთი სიახლე აქვს –  გაიზარდა ”პრინცი გურიელის” ხაზის ასორტიმენტი.

”თუ კი მანამდე გვქონდა ”პრინცი გურიელის” ორი სახეობა – მწვანე და შავი ჩაი, ამიერიდან ამას დაემატება: ჟასმინის, ხილის, პიტნის სახეობები. საერთო ჯამში ”პრინცი გურიელს” 6 დასახელება ექნება”- განაცხადა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა.

გარდა ამისა, 2015 წლის სექტემბერში ”გურიელმა” ოზურგეთში  ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა.  ქარხანა თანამედროვე და  უახლესი იტალიური და იაპონური ტექნოლოგიური დანადგარებითაა აღჭურვილი. 1300 კვ/მეტრზე განთავსებული “გეოპლანტის” ჩაის დასაფასოებელი საწარმო დაფინანსდა პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში. კომპანია, საწარმოს ამოქმედებიდან ორი წლის განმავლობაში, ჯამურად გეგმავს 570 ტონა დაფასოებული ჩაის წარმოებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g