„19-26 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება, რომელსაც ტრადიციულად საქართველოც უერთდება“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ შეიტყოს.
როგორც „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში 700-ზე მეტმა სხვადასხვა ორგანიზაციამ და ინსტიტუტმა მიიღო მონაწილეობა.
მათივე ცნობით, ევროპული ტესტირების კვირეულს კი ტრადიციულად საქართველოც უერთდება:
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ევროპული ტესტირების კვირეულის ფარგლებში თბილისში, ასევე რეგიონებში გეგმავენ მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირებას აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით. ტრადიციული ტესტების გარდა, უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი მარტივი თვით ტესტები აივ ინფექციაზე დიაგნოსტიკისთვის.
ზიანის შემცირების სერვის ცენტრები აგრძელებენ მუშაობას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის. კვირეულის ფარგლებში ისინი ტესტირებას სთავაზობენ არა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს, არამედ ზოგად მოსახლეობასაც, რადგანაც ,,ევროპული ტესტირების კვირეულის ძირითადი მიზანია მეტი ადამიანის ინფორმირება აივ ან / და ჰეპატიტის სტატუსის შესახებ და გვიანი დიაგნოზის შემცირება.
ეს მიზნები მიიღწევა ტესტირების სარგებელის შესახებ, აივ და ჰეპატიტის თემებში ყველა პარტნიორს შორის მიმდინარე დიალოგის მხარდაჭერით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაია მხარს უჭერს ინტეგრირებულ მიდგომებს აივ ინფექციით და ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულთა პროფილაქტიკაში, ტესტირებასა და მოვლაში“.
კამპანია ასევე მიზანად ისახავს ხელი შეუწყოს C და B ჰეპატიტების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და ადვოკატირების, განათლებისა და პარტნიორობის ხელშეწყობა ელიმინაციის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის გაზრდის მიზნით – ასევე მიზანად ისახავს ხელი შეუწყოს ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას და არსებული ბარიერების აღმოფხვრას.
მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ელიმინაციის მისაღწევად!
ევროპული ტესტირების კვირეულის ფარგლებში შეგიძლიათ მიმართოთ ,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” წევრი ორგანიზაციებს თბილისში, ასევე რეგიონებში უფასო ტესტირებისთვის. ასევე იგეგმება მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირება აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით. ტრადიციული ტესტების გარდა, უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი მარტივი თვით ტესტები აივ ინფექციაზე დიაგნოსტიკისთვის.
დროული ჩარევის შემთხვევაში ამ დაავადებების მართვა/განკურნება შესაძლებელია და არ არის განაჩენი.
სამუშაო საათებში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტებს შემდეგ მისამართებზე:
1. კოსტავას ქ. 46/50, ტელ: 2 91 17 01, ,,ახალი გზა”
2. ჩუბინაშვილის ქ.#75, ტელ 2 96 48 78, ,,ჰეპა+’’
3. წინამძღვრიშვილის 110, ტელ: 2 18 12 21, ,,ახალი ვექტორი”
4. გამრეკელის10, ბ79 , ,,აკესო”
რუსთავი- კოსტავას ქ.8, ბ.#2, ტელ: 03 41 25 73 27, ..ახალი ვექტორი”
ქუთაისი- პუშკინის ქ. №10, ტელ: 04 31 25 13 71, ,,ახალი გზა”
სამტრედია – ეგრისის ქ. 12, ტელ: 0411 22 90 45, ,,ახალი გზა”
ზუგდიდი- პეტრე უბერის ქ. №1, ტელ: 0415 25 40 10, ,,ქსენონი”
ფოთი- ბ.კოკაიას №39, ტელ: 0493 25 09 69; 0493 27 23 63, ,,ორდუ”
ბათუმი- გორგილაძის №66, ბ №51 ტელ 0422 27 18 91, ,,იმედი”
ოზურგეთი- 26 მაისის ქ #11 ,,ფენიქსი 2009”
გორი- ბესიკის ქუჩა №3/6, ტელ: 0370 27 01 72, ,,ნაბიჯი მომავლისკენ”
თელავი- ნინოშვილის ქუჩა №39, ტელ: 0350 23 24 87, ,,ნაბიჯი მომავლისკენ”
კონტაქტი: მარინა ასათიანი,
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მედიაკოორდინატორი, მობ: 599 11 99 99“, – ნათქვამია ინფორმაციაში.