LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩაიტარე ტესტირება, გაიგე დიაგნოზი, იმკურნალე“ – 15-22 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება

231
Untitled design (1)

2023 წლის 15-22 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება. ტესტირების კვირეულის ფარგლებში მთელს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოება, ჯანდაცვის ორგანიზაციები, სამედიცინო პერსონალი, პოლიტიკის მესვეურები ერთიანდებიან და მიმართავენ თავის ძალისხმევას იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი აივ და ჰეპატიტების სტატუსის შესახებ შეიტყოს. ეს ინიციატივა 2013 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ამ კამპანიაში ასობით ორგანიზაცია მონაწილეობს. ევროპული ტესტირების კვირეულს ტრადიციულად „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელიც“ უერთდება.

 

ევროპის ტესტირების კვირეული

? 15-22 მაისს ევროპაში აივ ინფექციასა და ჰეპატიტებზე ტესტირების კვირეული აღინიშნება….

Posted by ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი-Ghrn on Wednesday, 10 May 2023

 

 

ზიანის შემცირების სერვისცენტრები აგრძელებენ მუშაობას ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისა და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის. კვირეულის ფარგლებში ისინი ტესტირებას სთავაზობენ არა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებს, არამედ ზოგად მოსახლეობასაც, რადგანაც „ევროპული ტესტირების კვირეულის ძირითადი მიზანია მეტი ადამიანის ინფორმირება აივ ან / და ჰეპატიტის სტატუსის შესახებ და გვიანი დიაგნოზის შემცირება. ეს მიზნები მიიღწევა ტესტირების სარგებლის შესახებ, აივ და ჰეპატიტის თემებში ყველა პარტნიორს შორის მიმდინარე დიალოგის მხარდაჭერით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს ინტეგრირებულ მიდგომებს აივ ინფექციით და ვირუსული ჰეპატიტით დაავადებულთა პროფილაქტიკაში, ტესტირებასა და მოვლაში“.

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა აივ ინფექციასა და ვირუსულ ჰეპატიტებზე ტესტირების და შესაბამისად გამოვლენის რაოდენობა. ეს პროცესი ელიმინაციის პროგრამაზეც უარყოფითად აისახა. ჩვენი კამპანია ასევე მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას და არსებული ბარიერების აღმოფხვრას. მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა C ჰეპატიტის ელიმინაციის მისაღწევად!

ევროპული ტესტირების კვირეულის ფარგლებში „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი ორგანიზაციების მიერ, თბილისში, ასევე რეგიონებში იგეგმება მობილური ამბულატორიების საშუალებით ზოგად პოპულაციაში უფასო ტესტირება აივ ინფექციასა და C ჰეპატიტზე სწრაფი/მარტივი ტესტით. ტრადიციული ტესტების გარდა, უკვე ხელმისაწვდომია სწრაფი მარტივი თვით ტესტები აივ ინფექციაზე დიაგნოსტიკისთვის.

დროული ჩარევის შემთხვევაში ამ დაავადებების მართვა/განკურნება შესაძლებელია ​და არ არის განაჩენი.


სამუშაო საათებში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტებს შემდეგ მისამართებზე:

1. კოსტავას ქ. 46/50, ტელეფონი: 2 91 17 01, „ახალი გზა“

2. ჩუბინაშვილის ქ.#75, ტელეფონი 2 96 48 78, „ჰეპა+“

3. წინამძღვრიშვილის 110, ტელეფონი: 2 18 12 21, „ახალი ვექტორი“

4. გამრეკელის10, ბ79 , „აკესო“

  • რუსთავი

კოსტავას ქ.8, ბ.#2, ტელეფონი: 03 41 25 73 27, „ახალი ვექტორი“

  • ქუთაისი

პუშკინის ქ. №10, ტელეფონი: 04 31 25 13 71, „ახალი გზა“

  • სამტრედია

ეგრისის ქ. 12, ტელეფონი: 0411 22 90 45, „ახალი გზა“

  • ზუგდიდი

პეტრე უბერის ქ. №1, ტელეფონი: 0415 25 40 10, „ქსენონი“

  • ფოთი

ბ.კოკაიას №39, ტელეფონი: 0493 25 09 69; 0493 27 23 63, „ორდუ“

  • ბათუმი

გორგილაძის №66, ბ №51 ტელეფონი 0422 27 18 91, „იმედი“

  • ოზურგეთი

26 მაისის ქ #11 „ფენიქსი 2009“

  • გორი

ბესიკის ქუჩა №3/6, ტელეფონი: 0370 27 01 72, „ნაბიჯი მომავლისკენ“

  • თელავი

ნინოშვილის ქუჩა №39, ტელეფონი: 0350 23 24 87, „ნაბიჯი მომავლისკენ“

 

პოპულარულები