LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩახუტებული ვეფხვი“ – ველური ბუნების ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა

574
tiger2010

იმისათვის რომ დედამიწაზე ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული არსება გადაიღო, ძალიან ნიჭიერი და თან იღბლიანი უნდა იყო.

სერგეი გორშკოვი ორივე თვისების მატარებელია, რასაც მისი უნიკალური კადრი ადასტურებს. ფოტოგრაფმა ციმბირის ტყეში, ხესთან ჩახუტებული ვეფხვის გადაღება შეძლო.

ამ ფოტომ მას 2020 წლის ველური ბუნების ფოტოგრაფის სტატუსი მოუპოვა.

„განათება, ფერები, აგებულება – თითქოს ზეთითაა ნახატი“, – განაცხადა კონკურსის ჟიურის ერთ–ერთმა წევრმა როზ კიდმან კოქსმა.

 

 

„თითქოს ვეფხვი ტყის ნაწილადაა ქცეული, მისი კუდი ხის ფესვებს უერთდება. კადრში თითქოს ერთ არსებას ვხედავთ.“

მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ „ჩახუტებული ვეფხვი“ ფოტო ხაფანგმა გადაიღო. აპარატი სერგეიმ საგულდაგულოდ დამალა, რათა მას მიახლოებული ვეფხვი დაეფიქსირებინა.

ბუნებრივია, მას ზუსტად უნდა ცოდნოდა თუ სად გამოჩნდებოდა ცხოველი და მისი, როგორც ველური ბუნების ფოტოგრაფის უნარები სწორედ აქ გამოჩნდა.

როდესაც ველურ ბუნებას იღებ, უზარმაზარი მოთმინების უნარიც უნდა გქონდეს, რადგან იდეალური კადრის დასაჭერად შესაძლოა დღეები, თვეები და წლებიც კი დაგჭირდეს.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ფოტოკონკურსი წელს უკვე 56–ედ ჩატარდა და სხვა საინტერესო კადრებიც გამოვლინდა.

„მელა, რომელმაც ბატი დაიჭირა“, ფინეთი

 

„მაიმუნი პროფილში“, დანია

 

„ეტნა ცეცხლის მდინარეში გაეხვა“ იტალია

 

„სიცოცხლე ბალანსში“, ესპანეთი

 

 

“ორი ბზიკის კუდი“, საფრანგეთი

 

 

„ოქროს მომენტი“, ჩინეთი

 

 

„როცა დედა გეუბნება, რომ გაიქცე“, ჩინეთი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g