LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩალაძე: სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს სასამართლოსთვის სააკაშვილის საქმეზე მასალები, დღემდე არ წარუდგენია – ეს პირველ რიგში უპატივცემულობას გამოხატავს

165
ჩალაძე და მიშა

„სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს დღემდე არ წარუდგენია პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე მასალები სასამართლოსთვის, ეს პირველ რიგში უპატივცემულობას გამოხატავს“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ, ჩალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, მოსამართლემ განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმის განხილვას მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში აპირებს.

როდის იმსჯელებს სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მოსამართლე – რას ამბობს ადვოკატი

„მოსამართლე რასაც ამბობს, ძალიან ლოგიკურია. მან ძალიან სწორედ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობას რადგან ეხება საქმე, შევიწროებულ, გონივრულ ვადებში უნდა ჩატარდეს სხდომა, მივესალმები ამ განწყობას. ასევე, მივესალმები განწყობას, რომ პროცესი უნდა ჩატარდეს წმინდა სამართლებრივად, უნდა იყოს პოლიტიკისგან დაცლილი. ეს განწყობა დავინახე და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ასე გაგრძელდება და არაფერი შეიცვლება.

სამწუხაროა, რომ პენიტენციურ სამსახურს სასამართლოსთვის დღემდე არ წარუდგენია პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეზე მასალები. ეს უპატივცემულობას გამოხატავს და ხომ არ ემსახურება რაიმე სხვა მიზანს? რაც ბატონმა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რამდენჯერმე თქვა, რომ ხელშეწყობა იქნებოდა, გათვალისწინებული იქნებოდა კანონის მოთხოვნები, ასე დარჩება და არ გადავა პოლიტიკურ ჭრილში.

ქართველი დიპლომატები სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ადრესატებს წერილის ინგლისური ვერსია უკვე გაეგზავნა.

ამ წუთს რომ არ არის საქმის მასალები, ეს ატარებს ძალიან დიდ კითხვის ნიშანს, არის თუ არა ეს პოლიტიკური დამოკიდებულება, თუ ასეა, სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას.

კონკრეტული შუამდგომლობა არის მისი ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე და არა იმაზე, მოწამლულია თუ არა. სხვა არაფერზეა საუბარი, გარდა შეტანილი მასალებით მოსამართლის გადაწყვეტილებისა, პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება თუ არა იმ მოთხოვნებს, რაც მის გათავისუფლებას ან გადავადებას უზრუნველყოფს.“ – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g