მოვედი, რათა რუსეთში 2018 წელს ევროფეხბურთი არ იყოს: კიევში მსოფლიოს ჩემპიონატის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.
მიტინგზე რამდენიმე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა.
კიევში რუსეთის საელჩოსთან გაიმართა აქცია ”პენალტი რუსეთს”. მონაწილეებმა რუსი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების სახეების გამოსახულებით ხის მაკეტები დააყენეს, ვისთვისაც 11-მეტრიანი უნდა დაერტყათ.
აქციის ორგანიზატორი გახდა რადას დეპუტატი ალეკსეი გონჩარენკო, რომელიც ითხოვს რუსეთს 2018 წლის მუნდიალი ჩამოართვან უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული აგრესიის გამო.
შეგახსენებთ, 2018 წლის მსოფლიო პირველობა რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდეა დაგეგმილი.
https://www.youtube.com/watch?v=7a_-XjjOIdc