LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე“ – ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახლის ნაწილი დაინგრა

126
დიდთოვლობა ბათუმში

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე, თოვლის უხვი ნალექის შედეგად იტალიურ ტიპის საცხოვრებელ სახლის ნაწილი, ხოლო სახურავი მთლიანად დაინგრა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.

მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: ბათუმელები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g