LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს – ხოჯევანიშვილი ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს

59
giorgi xojevanishvili

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ანაკლიის პორტთან და ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით ,,ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადების  კომენტირებისას აცხადებს, რომ  მსგავსი აბსურდული საუბრით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა სურთ.

გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს წერილი შსს-ში, საკუთარ კაბინეტში გადასცა: მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო უწყებებს  მიმართავს და ითხოვს საქმის გამოძიება განახლდეს

ხოჯევანიშვილის განცხადებით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც მათ გუნდს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეეხება.

მისივე თქმით, ეს განცხადებები პარტია „საქართველოსთვის” პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებას უკავშირდება.

„აბსოლუტურად უსაფუძვლოა ის ბრალდებები, რაც ჩვენს მიმართ ისმის ბოლო პერიოდში. ეს პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს გააქტიურებასთან. უსაფუძვლო ბრალდებები ისმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან. მათ მოვუწოდებდი, საქმეს მიხედონ, ქვეყნისთვის იფიქრონ და დროს ნუ დახარჯავენ უსაფუძვლო ბრალდებების მოგონებაზე.

ამ ბრალდებების ავტორები ჩამოყალიბდნენ, ვინ შეასრულა ფოსტალიონის როლი, ვინ მიიღო წერილი, სად გადასცეს და საზოგადოებას შემდეგ შესთავაზონ ერთი ვერსია. დღეის მდგომარეობით, ყოველ დღე ახალ-ახალ ვერსიას გვთავაზობენ, რაც განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა მსგავსი აბსურდული საუბრით სურთ”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g