LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტებზე, DRI პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართავს

55
1

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” (DRI) ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პარლამენტს მოუწოდებს, შეიქმნას კომისია, რომელიც სუს-ის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს შეისწავლის

ორგანიზაციამ წერილი უკვე გაუგზავნა ოთხ საპარლამენტო ფრაქციას:  “ქართულ ოცნებას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიცია “ძალა ერთობაშიას”, “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფს” და “ლელო” – პარტნიორობა საქართველოსთვის”.

როგორც DRI-ში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, ორგანიზაციას არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება ეფექტიან გამოძიებას აწარმოებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდებს:

?გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.

“გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა ტელეარხზე გასული სიუჟეტების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ მოსმენებსა და ფარულ მიყურადებას ახორციელებს.

შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლების მიხედვით, კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს.” – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში.

როგორც DRI-ში აღნიშნავენ, საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვების და წუხილების საპასუხოდ, კომისიამ საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უნდა უზრუნველყოს სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლა.

magti 5g