LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chanel-მა მამაკაცის ახალი საათი გამოუშვა

202

პირველი საათის მოდელის შემუშავებაზე Chanel-ის მოდის სახლი ხუთი წელი მუშაობდა და რაც მთავარია, მთელი პროექტი დამოუკიდებლად განახორციელა.

წარმატებული დებიუტის შემდეგ, ახალი მოდელი ერთ წელიწადში გამოვიდა, მცირე დიზაინერული ცვლილებებით – საათი პლატინის კორპუსშია ჩასმული, ციფერბლატი კი, „გრან ფეს“ შავი მინანქრით აქვს დაფარული.

ძველი მოდელის მსგავსად, მექანიზმი ახალ საათშიც ჩანს, საფირონის აბსოლუტურად გამჭვირვალე უკანა სახურავში. ახალი Monsieur de Chanel Caliber 1 შემცირებული ტირაჟით, მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოვიდა და 63 ათასი დორაი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები