LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, წარადგინონ – ბექა ბასილაია

41
ბასილაია-ბექა

“ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა სასამართლო პროცესი, ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი: საქართველოს სირცხვილში თავად ჩვენ – ხალხი ვკლავთ

როგორც ბასილაიამ განაცხადა, “ქართულ ოცნებას” არჩევნების მეორე ტურამდე სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის ეშინია.

„რაც შეეხება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას, ჩანიშნონ ამ ოჯახაშენებულებმა. ამდენი წელია ადამიანს ეძებდნენ და გულზე მჯიღს იცემდნენ, რომ სასამართლოს წინაშე წარვადგენთო, ჩამოსულია, აქ არის, წარადგინონ სასამართლოს წინაშე. თუმცა, მათ ეშინიათ. ეშინიათ, რომ მეორე ტურის წინ, მიშა სააკაშვილის საზოგადოებაში გამოსვლა უპირობოდ განმაპირობებელი იქნება „ქართული ოცნების“ მარცხის. მიშას მთავარი გზავნილიც ეს არის, რომ მეორე ტურში ყველა უნდა დაირაზმოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება ადგილობრივი დონიდან უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ბასილაიამ.

რა სჭირს მიშას და რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, ვინც ამ დაავადების დროს შიმშილობას გადაწყვეტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g