LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩანთები, რომლებიც სახლის ფასი ღირს

1160

რა შეიძლება ღირდეს ჩანთა? 100? 500? იქნებ 1000 ფუნტი?

და რას იტყვით ჩანთაზე, რომელიც 380 000 დოლარი ღირს და თან მეორადია?

ამ ფასად თქვენ შეგიძლიათ ბრიტანეთში სახლი იყიდოთ (საშუალოდ სახლის ფასო 200 000 ფუნტია) და კიდევ დაგრჩეთ საკმაოდ ბევრი ფული.

მიუხედავად კოლოსალური თანხისა, სწორედ ამ ფასად გაიყიდა ჰერმესის დაბურული თეთრი ჩანთა – ის ნილოსის ნიანგის თეთრი ტყავისგანაა შექმნილი, 18 კარატიანი თეთრი ოქროთი და ალმასის დეტალებით გაწყობილი.

ძვირადღირებულ ჩანთებს ასევე იხილავთ სელებრითების ხელშიც. მაგალითად კიმ კარდაშიან ვესტის და მისი დედის საკუთრებაში.

აუქციონის სახლი კრისტის ოფიციალური მონაცემებით, ძვირადღირებული, მეორადი ჩანთების ბაზარი 2011 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში 5 მლნ ფუნტიდან 26 მლნ ფუნტამდე გაიზარდა.

მსოფლიოში კი ულტრამაღალი მეორადი ჩანთების აუქციონის ბაზარი 75 მილიონიდან 100 მილიონამდე გაიზარდა.

ეს სფერო საინტერესოა საინვესტიციო თვალსაზრისითაც.

ჩეფერისის საინვესტიციო ბანკი აცხადებს, რომ ზოგიერთ ჩანთას წელიწადში 30%-იანი მოგების დადება შეუძლია.

ძვირადღირებულ ჩანთებს შორის ჰერმესის ჩანთები ყველაზე პოპულარულია.

ჩანთების ექსპერტი რეიჩელ კოფსი ამბობს, რომ ჰერმესის ჩანთები იმავე მასალებით იქმნება, როგორითაც ბრენდის შექმნის დღიდან მუშაობენ, მაშინ როცა სხვა ბრენდები მასალების გამოყენებაში არათანმიმდევრულები არიან.

მან ასევე, კიდევ ორი ბრენდი დაასახელა, რომელიც უცვლელ ხარისხს მიჰყვებიან და ფასებიც შედარებით მაღალი აქვთ – Kelly და Birkin.

მაგალითისთვის, Kelly-ის ან Birkin-ის ჩანთები ახალი ჩანთები 7 000 ფუნტი ღირს, მაშინ როცა შანელის ახალი მინი ჩანთების შეძენა 2,392 ფუნტადაა შესაძლებელი.

ჰერიტაჟის აუქციონი აცხადებს, რომ ცნობილებს ჰერმესის მსგავსად შანელის ჩანთებიც უყვართ, შესაბამისად მათი ფასიც მაღალია.

ჩანთების ერაში ასევე, კოლოსალური ფასები აქვს  Tom Ford-ის მიერ Gucci-სთვის შექმნილ ჩანთებს  და Marc Jacobs-ს Louis Vuitton–ის პერიოდში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g