ჩაქვის 1 საჯარო სკოლის შესასვლელში იმ მოსწავლეების მერხები დააწყვეს, რომლებიც გუშინ ავარიის შედეგად დაიღუპნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა მტირალას ეროვნულ პარკთან მოხდა. მსუბუქ ავტომობილში, რომელიც სიმაღლიდან ხევში გადავარდა, 5 არასწრულწლოვანი იჯდა. 5-ივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

დაღუპული ბავშვები ჩაქვის პურველი საჯარო სკოლის და სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ.

ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები. შსს გამოიებას გამოძიება სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევის მუხლით აწარმოებს.

