LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაქვში მომხდარი ავარიის გამო ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

327
247349524

25 დეკემბერს ჩაქვში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რა დროსაც 5 ადამიანი გარდაიცვალა, ბათუმის მერიამ წინასაახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება დროებით გააუქმა. უწყებამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე სწორედ, 25 დეკემბერს საზეიმოდ უნდა განათებულიყო. ასევე არ ჩატარებულა კონცერტები და სხვა აქტივობები.

ბათუმის მერია განმარტავს, რომ წინასაახალწლო ღონისძიებების შესაზებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოსახლეობას მოგვიანებით მიაწვდის.

მტირალას პარკთან მომხდარ ავარიას 5 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

მანქანა ხევში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში, მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაქვისთავში მოხდა. ავტომობილი, რომელშიც 5 მოზარდი იჯდა ხევში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად მანქანის ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

 

პოპულალურები