LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჭარბი წონა შეიძლება მხოლოდ იმის ბრალი იყოს, რომ ადამიანი სისტემატურად, ძალიან სწრაფად ჭამს“ – მარი მალაზონია

111
2026-01-18_20-18-00_657098

ექიმი-ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ სწრაფად კვება, ისევე როგორც სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი მოხმარება, ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ მან გადაცემაში „მარი მალაზონია პირადი ექიმი“ ისაუბრა.

სპეციალისტის განმარტებით, სწრაფი კვების პროდუქტები, როგორც წესი, დიდი რაოდენობით მარილს, შაქარს, ნაჯერ და ტრანსცხიმებს შეიცავს, რაც ორგანიზმს ფუჭ კალორიებს აწვდის და სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს აკლებს.

მისივე თქმით, პრობლემას მხოლოდ სწრაფი კვების პროდუქტები არ წარმოადგენს. ჯანმრთელობისთვის საზიანოა საკვების ძალიან სწრაფად მიღებაც, რადგან ტვინს დანაყრების სიგნალის აღსაქმელად დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. შედეგად, ადამიანი ხშირად იმაზე მეტს ჭამს, ვიდრე რეალურად სჭირდება.

ნუტრიციოლოგი აღნიშნავს, რომ სწრაფად კვება ზრდის ჭარბი წონისა და სიმსუქნის რისკს, აუარესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, იწვევს დისკომფორტსა და რეფლუქსს, ასევე უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიოტაზე.

სპეციალისტი მოქალაქეებს ურჩევს, საკვები ნელა და გააზრებულად მიიღონ, ყურადღება მიაქციონ დანაყრების სიგნალებს და კვების პროცესს საკმარისი დრო დაუთმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g