LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩარევები არ „მოსულა“ – რას ამბობს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე

323
BeFunky-collage (4)

შეწყალება არის ჩემი დისკრეციული უფლება – არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები – ჩარევები არ „მოსულა,“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„მიდის საზოგადოების დარწმუნება, არ ვიცი რატომ, რომ მე რაც ვთქვი, ის არ ითვლება და თურმე ჩემზე კარგად იცის ყველამ, რას ვაპირებ და რას – არა. ერთხელ ნათქვამი მაქვს და არ მჩვევია გამეორება – ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება. არა მხოლოდ აქ, არამედ გარეთაც მითქვამს, ახლახან ლონდონშიც ხაზგასმით ვთქვი, რადგან მოდის ევროპარლამენტიდან, ასევე სხვადასხვა ადგილიდან წინადადებები, ზეწოლები. ვთქვი, რომ არცერთი ზეწოლის ქვეშ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, არც შიდა ზეწოლის, არც გარე ზეწოლის. ჩარევები ამ საკითხში არ „მოსულა“. ჩემს ნათქვამს რომ დავუბრუნდე და არა ჩემი ნათქვამის ინტერპრეტაციას, „მაგრამ“ არ არსებობს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი: „ოცნება“ ოცნებობს, რომ მე უცებ გავხდე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – თვითონ სად იდგნენ 2006-2007 და 2008 წლებში? არცერთი არ მახსოვს არც ქუჩაში, არც ბრძოლაში

სალომე ზურაბიშვილი: არა მგონია, აუცილებელი იყოს კოალიციურ მთავრობაში ჩემი ყოფნა, მე ვარ იქ, სადაც ვარ – მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი როლი მაქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g