LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 წელი სიყვარულით „ავერსი“! – საიუბილეო აქციები და სიურპრიზები – ლალი ბრეგვაძე გადაცემაში „პულსი“

ლალი-ბრეგვაძე

22 ნოემბერს რადიო “ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კომპანია „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე სტუმრობდა, რომელმაც „ავერსის“ დაბადების დღისა და 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ შეთავაზებებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ლალი, „ავერსი“ 30 წელია წარმატებით ოპერირებს ფარმაცევტულ ბაზარზე. საინტერესოა, რა გზა გაიარა კომპანიამ დაარსებიდან დღემდე?

– კომპანია „ავერსი ფარმა“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა სააფთიაქო ქსელის გახსნით, რომელიც დღეს 350 აფთიაქით ფუნქციონირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ფარმაცევტული საწარმო „ავერსი რაციონალი“ ავამუშავეთ, გავხსენით „ავერსის“ კლინიკა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა, ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ჰოსპიტალური ცენტრი „მედალფა“ და სადაზღვევო კომპანია „ალფა“. დღეს „ავერსის“ ჰოლდინგი რამდენიმე კომპანიას და 12 ათასზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, ამიტომ ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ წლების წინ კომპანიამ მხოლოდ ერთი – ყაზბეგის ქუჩაზე გახსნილი  აფთიაქით დაიწყო საქმიანობა, რომელიც 30 წლის შემდეგაც წარმატებით აგრძელებს მუშაობას. სხვათა შორის, პირველ აფთიაქში მხოლოდ 22 დასახელების წამალი იყიდებოდა, დღეს კი ჩვენი ქსელი ათასობით მედიკამენტის სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა, ჩვენს აფთიაქებში არა მხოლოდ მედიკამენტების, არამედ ყველა იმ საშუალების შეძენა შეიძლება, რაც ჯანმრთელობის და სილამაზის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

– როგორ აღნიშნავთ საიუბილეო წელს, რას სთავაზობთ მომხმარებელს?

– პირველ რიგში, მომხმარებელს ჩვენს სიყვარულსა და მზრუნველობას ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი კლიენტების აზრს, სურვილებს და სწორედ მათ მოთხოვნილებებს ვარგებთ ჩვენს პროდუქციას. საიუბილეო შეთავაზებები, რომელიც სოლიდურ ფასდაკლებას ითვალისწინებს სახისა და სხეულის მოვლის, ბავშვთა კვებისა და მოვლის პრემიუმ ბრენდებზე 14 ნოემბერს დაიწყო და 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამასთანავე, 40 ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი შევარჩიეთ და მომხმარებელს განსაკუთრებული ფასდაკლებით შევთავაზეთ. გვაქვს ტრადიციული 2+2 და 2+3 აქციებიც საბავშვო პროდუქციასა და თავის მოვლის საშუალებებზე.

– თავიდან „ავერსი” მხოლოდ ფარმაცევტული კომპანია იყო, რამდენიმე წლის წინ კი, მომხმარებელს თავის მოვლისა და ჯანმრთელი სილამაზის შენარჩუნების პროდუქციაც შესთავაზეთ,

– თავიდან „ავერსის“ ქსელში მხოლოდ მედიკამენტები იყიდებოდა, თუმცა წლების შემდეგ მოთხოვნილებები შეიცვალა და დღეს მომხმარებელი სწორედ ჩვენს აფთიაქებში იძენს სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქსელი ყოველთვის ფართო ასორტიმენტის და მაღალი ხარისხის, სანდო და საიმედო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. „ავერსი” დიდი ხანია ლიდერობს დერმატოლოგიური ბრენდების სიუხვით, რადგან ნებისმიერი ტიპის კანისთვის შეგვიძლია ოპტიმალური საშუალებების შერჩევა, მით უფრო, რომ სისტემატურად ვაახლებთ ჩვენს ასორტიმენტს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი შეთავაზებები ანალოგიურად ვრცელდება ონლაინ-შენაძენებზეც. ვაგრძელებთ „ამოყირავებულ“ აქციასაც, რომელიც შებრუნებულ ფასს გულისხმობს, მაგალითად, თუ პროდუქტი 52 ლარი ღირს მომხმარებელმა მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მხოლოდ 25 ლარის გადახდა მოუწევს.

– რა გეგმები გაქვთ ე.წ. „შავი პარასკევისთვის“?

– მართალია, ჩვენ პრაქტიკულად ყოველ კვირა ვთავაზობთ მომხმარებელს სიახლეებს, მაგრამ ნოემბრის თვისთვის მაინც განსაკუთრებულად ვემზადებით, რადგან ერთის მხრივ, დაბადების დღეს, მეორეს მხრივ, „შავ პარასკევს“ აღვნიშნავთ. რა თქმა უნდა უამრავი საინტერესო შეთავაზება გვექნება მომავალ კვირას, თუმცა ჯობია საიდუმლოდ შევინახოთ და ერთგვარი სიურპრიზი მოვუწყოთ მომხმარებელს.

– „ავერსი“ ყოველთვის მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავითარებს სერვისებს. რა ინოვაციებს სთავაზობთ მომხმარებელს დღეს?

– „ავერსი“ მართლაც ინოვაციური სააფთიაქო ქსელია. სხვა სიახლეებთან ერთად, სწორედ ჩვენ გამოვიყენეთ პირველებმა სწრაფი გადახდის აპარატები, რომლებიც მომხმარებლებთან ერთად თანამშრომლების დროსაც ზოგავენ, რადგან შერჩეული პროდუქტის საფასურს სწრაფად და მარტივად იხდიან რიგში დგომის გარეშე. ამასთანავე, ჩვენს აფთიაქებში ყოველთვის შეიძლება წნევის გაზომვა იაპონური ბრენდის აპარატებით, გვაქვს საბავშვო სივრცე თვისი ინტერაქციული თამაშებით, რომელიც ბავშვებთან ერთად მათ მშობლებსაც ძალიან მოსწონთ, ჩვენი რობოტი ევა კი, მაქსიმალური სისწრაფით აგროვებს მომხმარებლის მიერ შერჩეულ პროდუქტს. „ავერსი“ ყველაფერს აკეთებს მომხმარებლისთვის კომფორტის შესაქმნელად, რაშიც განსაკუთრებული წვლილი ჩვენს ფარმაცევტებს და კონსულტანტებს მიუძღვით.

– რას ნიშნავს „ავერსი“ თქვენთვის?

– ჩემთვის „ავერსი“ დიდი სიყვარული და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ისე როგორც ჩვენი კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g