ჩარლზ მესამის დიდი ბრიტანეთის მეფედ კურთხევის ცერემონია 2023 წლის 6 მაისს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩარლზ მესამესთან ერთად დედოფალ კონსორტად აღიარებენ მის მეუღლე კამილას.
მეფედ კურთხევის ცერემონია ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.