LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩაშლილი შვებულება და სერვისცენტრში გატარებული დასვენების დღეები

528
თეგეტა-მოტორსი

წლების მანძილზე ჩემი ავტომობილის სეზონური განახლება ზამთარში საბურავების შეცვლით შემოიფარგლებოდა. ზაფხულის მერე პროტექტორებს ვამოწმებდი და თუ ძალიან არ იყო გაცვეთილი, მათი შეცვლა ზედმეტად გაწეულ ხარჯად მეჩვენებოდა.  თუ ზაფხულის მერე საბურავები ძალიან გაცვდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვანაცვლებდი მათ. შიში, რომ ავტომობილმა შეიძლება, სეზონური გაუმართაობის გამო, სხვადასხვა უსიამოვნებაში გაგხვიოს, მხოლოდ თოვლსა და ზამთრის სიცივესთან ასოცირდებოდა.

ზაფხულში საბურავების შეცვლა არასდროს მიფიქრია. მეგონა, რომ ზამთრის საბურავები ზაფხულის სეზონსაც მშვენივრად გაუმკლავდებოდა. შესაბამისად, მხოლოდ ზამთარში მიწევდა საბურავის ყიდვა. წლების  განმავლობაში ვაკეთებდი ეკონომიას და სწორედ ეს აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა.

ზაფხულის ერთ მზიან დღეს, როცა დიდი ხნის ნანატრი შვებულების დრო დადგა, დასასვენებლად გავემგზავრე. ქალაქიდან ადრიანად გასულს 300 კილომეტრი უნდა გამევლო. თითქოს ყველა პირობა იყო, რომ იდეალური დასვენება მომეწყო, თუმცა საბურავებზე არასწორად დაზოგილმა ფულმა ერთ-ერთ მოსახვევში იჩინა თავი.

მაგისტრალზე მოძრაობისას ჩემ წინ მიმავალმა ავტომობილმა უეცრად დაამუხრუჭა. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო დისტანციაზე მივყვებოდი და დამუხრუჭება მყისიერად დავიწყე, მივხვდი, რომ ავტომობილი სათანადოდ არ რეაგირებდა. მცირდებოდა მანძილი ჩემსა და წინ მიმავალ ავტომობილს შორის. ვეცადე, უფრო ძლიერად დავწოლოდი მუხრუჭს, მაგრამ საბურავებმა გზის ზედაპირზე სრიალი დაიწყო და გაჩერება უჭირდა. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, რომ ავტომობილმა, რომელიც ზამთარში თოვლიან გზაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, ასე უეცრად მიმტყუნა.

საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა. თუმცა დავაზიანე ჩემ წინ მიმავალი ავტომობილი და საბურავებზე წლების  განმავლობაში დაზოგილ თანხაზე გაცილებით მეტი დამჭირდა დაზიანებული ავტომობილის შესაკეთებლად. ჩემი ნანატრი შვებულება კი პროფილაქტიკებში გავატარე.

ამ გამოცდილებამ მაიძულა, უკეთ გავრკვეულიყავი ავტომობილის მოვლის სეზონურ თავისებურებებში. გავერკვიე, რა სხვაობა იყო ზამთრისა და ზაფხულის საბურავებს შორის; რომ ზაფხულის საბურავი მაღალ ტემპერატურაზე ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ზამთრის საბურავი; მისი პროტექტორების ზომა, განლაგება და ფორმა ძალიან ეფექტურია ცხელ ან წვიმიან ამინდში გადაადგილებისას; სამუხრუჭე მანძილი მცირდება და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილზე კონტროლს არ დაკარგავ.

ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, ზაფხულის კარგი ხარისხის საბურავები შემეძინა. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და პრემიუმ საბურავების შეძენა გადავწყვიტე. ახლა უკვე, როგორც ნამდვილად პასუხისმგებლობიანი მძღოლი, ზაფხულის ახალი და ხარისხიანი საბურავებით მომავალ უქმეებზე ქალაქგარეთ ვაპირებ გასვლას მეგობრებთან ერთად. მშვიდად ვარჩევ მარშრუტს და ვემზადები ხალისიანი, სასიამოვნო შაბათ-კვირის გასატარებლად.

 

ავტორი : ლაშა ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g