LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში ქალებს, ძირითადი შვებულების გარდა, ყოველთვიური სამდღიანი შვებულების აღებაც შეეძლებათ

82
1200x675_cmsv2_331d26b3-1fe5-53f7-b859-d55798be6644-6697234

ესპანეთი ახალ რეფორმაზე მუშაობს, რომელიც ქალებს სამუშაო პირობებს გაუუმჯობესებს. უფრო კონკრეტულად, ესპანეთში ქალებს, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, ყოველთვიურად სამდღიანი შვებულების აღება შეეძლებათ. ესპანეთის მთავრობა ამ რეფორმის დამტკიცებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს, რომელიც წერს, რომ რეფორმის დამტკიცების შემდეგ ესპანეთი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ქალებს მენსტრუალური შვებულების აღების უფლებას აძლევს.

ესპანეთის მეანობა-გინეკოლოგიის საზოგადოების თანახმად, ქალების მესამედი მენსტრუაციის დროს ძლიერ ტკივილს განიცდის, რასაც დისმენორეა ეწოდება. დისმენორეის ძირითადი სიმპტომები მუცლის მწვავე ტკივილი, თავის ტკივილი, დიარეა და ცხელებაა. “თუ ვინმეს ეს სიმპტომები აწუხებს, მას დროებით უუნარობის სტატუსი ენიჭება და იგივე უნდა მოხდეს მენსტრუაციის დროსაც”, — განაცხადა თანასწორობის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა, ანგელა როდრიგესმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში, ქალებს მენსტრუალური შვებულების უფლება უკვე აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები