ნუკი კოშკელიშვილმა სოციალურ ქსელში მეუღლის, ბენის, ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ოჯახისთვის საჭმელს ამზადებს. კადრში ჩანს ლობიანი, ჩაშუშული და აჭარული ხაჭაპური, რომელიც ნუკის თქმით, ბენმა მოამზადა.
როგორც ტელეწამყვანი აღნიშნავს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამზარეულოს საქმეები სრულად ბენმა იტვირთა.
„ბოლო ერთი წელია საჭმელი არ გამიკეთებია. რაც დავორსულდი, ბენმა აიღო ეს პასუხისმგებლობა და გვანებივრებს მე და ოვის. პრინციპში, მაგის ბრალია, რომ ზედმეტი 20 კილოგრამი მაქვს“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ცნობისთვის, ტელეწამყვანი 2025 წლის 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. ახალშობილს მშობლებმა ქართული სახელი – შიო დაარქვეს.
