LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე

58

ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის კონსტიტუციაში დაფიქსირების საკითხზე, რეფერენდუმის ჩატარება მმართველი გუნდის დღის წესრიგში არ დგას, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.  მისი თქმით, ამ თემაზე რეფერენდუმის გამართვის მოსაზრებას მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო-საყოველთაო განხილვისას გამოთქვამენ.

„რეფერენდუმის გამართვის შესახებ ინიციტივა არ არსებობს. შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ შეხვედრების დროს, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მართავს, გამოითქმება აზრი თავად მოქალაქეების მხრიდან, ხომ არ იქნება უპრიანი, რომ საზოგადოებამ საკუთარი აზრი რეფერენდუმის გზით გამოთქვას. ეს ითქვა თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში და ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაზე. თუმცა, ამ თემაზე პოლიტიკური მსჯელობა და რაიმე ინიციატივა ჩვენი გუნდის ფარგლებში არ ყოფილა. რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე გუნდში დღესდღეობით მსჯელობა არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ფოფხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g