LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოფხაძე: 24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ ხელისუფლებას, ქართველ ხალხთან ერთად

143
BeFunky-collage (2)

პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას უერთდება.

აღნიშნულ თემაზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ 24 თებერვალს უნდა შედგეს დიდი ეროვნული გაერთიანება.

„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა

„ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ეს საქმე უნდა გამოიხატოს იმაში, რომ 24 თებერვალს შედგეს დიდი ეროვნული გაერთიანება, რომელიც უკრაინელისთის იქნება განცდა, რომ საქართველო ჩემს გვერდშია, ევროპელისთვის განცდა, რომ საქართველო ჩემს გვერდშია …. ხელისუფლებისთვის კი განცდა, რომ მე დავმთავრდი, მე წერტილი დამესვა, აი, ეს განცდა უნდა გაჩნდეს. ამ პროცესის მართვას ისინი ვერასდროს ვერ შეძლებენ ისინი არიან პუტინისტები, ისინი არიან პუტინის საქმის მსახურები და საქართველოს ისინი არ სჭირდება, აი ეს განცდა უნდა გაჩნდეს და თან ისეთი მყარი განცდა უნდა შეექმნათ, რომ სრული ფუსტრაცია მათ უნდა დაემართოთ, არა ქართველ ხალხს, არამედ ხელისუფლებას, რომელმაც 24 თებერვალს შარშან, გააკეთა ისტორიულად არასწორი არჩევანი, დადგა ისტორიის ბოროტ მხარეს, შავმ მხარეს და დღეს მან პასუხი უნდა აგოს. ჩვენ 24 თებერვალს განაჩენს გამოვუტანთ მაგათ [ხელისუფლებას}, გარანტიას გაძლევთ, ქართველ ხალხთან ერთად, “- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იონათამიშვილი: 24 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია თანამედროვე სამყაროსთვის, 25 თებერვალი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთ თარიღებს პირადი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის იყენებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები