LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონათამიშვილი: 24 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია თანამედროვე სამყაროსთვის, 25 თებერვალი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის, ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთ თარიღებს პირადი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის იყენებ

167
BeFunky-collage (2)

ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთ თარიღებს პირადი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის იყენებ,” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი 24 თებერვალს დაანონსებულ აქციას.

„ვიწყებთ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით“ – 24 თებერვალს აქცია დაანონსდა

„24 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღი თანამედროვე სამყაროსთვის, 25 თებერვალი კი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია. ძალიან უხერხულია, როდესაც ასეთ თარიღებს პირადი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის იყენებ. როდესაც ამას კადრულობენ ადამიანები, ვინც რუსულ რუბლებთან ამხანაგობენ, ეს კიდევ უფრო მეტად უხერხულია და, დარწმუნებული ვარ, ამაზე ჩვენს საზოგადოებას შესაბამისი პასუხი ექნება“, – მიიჩნევს

ცნობითვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, 24 თებერვალს აქციას აანონსებენ.

„ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით, თუ ჩვენ დღეს ჩავბარდებით რუსეთს და ხმას არ ამოვიღებთ, სამარადჟამოდ სირცხვილში ვიქნებით“ – გია ბუღაძე 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას უერთდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g