LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩატარებული არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს“ – ამერიკელი კონგრესმენები

138
ამერიკელი კონგრესმენები - მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი

„ჩატარებული არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს“, – ამის შესახებ ნათქვამია კონგრესმენების: მაიკ ტერნერისა და ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამერიკელი კონგრესმენები ყურადღებას საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე მიტანილ ანგარიშსწორებასაც ეთმობა და აღნიშნულია, რომ მოცემული ფაქტები „ავტოკრატიული ქმედებები და დემოკრატიიდან მკვეთრად გადახვევაა“.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით დაირღვა. 

26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, NATO-თვის და ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან“ – ჯო ბაიდენი

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან“ – ჯო ბაიდენი

სამწუხაროდ, კამპანიის მიმდინარეობისას გამჟღავნებული რიტორიკით, რომლითაც დასავლეთს უკრაინაში რუსეთის დაწყებულ აგრესიაში ადანაშაულებდა, ამასთან, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონმდებლობით, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების ამოძირკვაა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიოს ევროატლანტიკური გზის ერთგულება არ დაუდასტურა. 

ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ლიდერებს ნათელ გზას ვთავაზობთ ევროკავშირისკენ გზაზე ხელახლა ჩართულობისთვის: “უცხოური გავლენის შესახებ” და ე.წ. “ოჯახური ღირებულებების” კანონების გაწვევა

ეს არჩევნები, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა, საქართველოს NATO-ს და ევროკავშირში გაწევრიანებისგან აშორებს. 

საჯარო სექტორის თანამშრომლებზე განხორციელებული ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მმართველი პარტიისთვის, ასევე უარის თქმა, გამოიძიონ თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტოკრატიული ქცევა და მკვეთრი გადახვევა დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც საქართველოს ჰქონდა. 

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ უნდა ვიყოთ ნათელი: ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს წევრი ყველა სახელმწიფო დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“. – ნათქვამია განცხადებაში. 

მეთიუ მილერი – „საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ – იმედი მაქვს, ის გააზიარებს ამ ინფორმაციას, ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, საქართველოს ოფიციალური პირები ატარებენ თუ სხვა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g