OpenAI-ს ჰუმანოიდი რობოტების შექმნა სურს. OpenAI-იმ ნორვეგიული რობოტიკის კომპანია 1X-ში მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო, რაც 23,5 მილიონ დოლარს მოიცავს.
კომპანიაში ამბობენ, რომ ინვესტორების მხარდაჭერით გააგრძელებენ პროგრესს და საბოლოოდ გააძლიერებენ შრომის გლობალურ ბაზარს. აღნიშნული ინვესტიცია OpenAI-სთვის ახალ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც 2021 წელს საკუთარი რობოტიკის განყოფილების დახურვის შემდეგ, რაიმე მექანიკურის შექმნისგან თავს იკავებდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე კომპანიამ ჰუმანოიდური ხელის შექმნა მოახერხა, რომელსაც რუბიკის კუბიკის აწყობა შეეძლო.
ეს იქნება იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც ChatGPT-ისთის სხეულის შესხმას გულისხმობს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჩეთბოტს დღეს კონკრეტული სხეული არ გააჩნია, თუმცა მასთან საუბარი ძალიან საინტერესო და შემეცნებითია.
ChatGPT Google-ს ორ წელიწადში გაანადგურებს
Microsoft თავის საძიებო სისტემაში ChatGPT-ს ჩაშენებას აპირებს