ChatGPT სწრაფად ვითარდება და ყველაფერი შეიძლება მალე შეიცვალოს. Gmail-ის დამფუძნებელმა, პოლ ბუხეიტმა განაცხადა, რომ Google-ის ბიზნესს მაქსიმუმ ორი წელი დარჩა, მანამ, სანამ ChatGPT მას გაანადგურებს.
გასული წლის ნოემბერში გაშვებული ChatGPT საყვარელი ჩეთბოტი გახდა მილიონობით მომხმარებლისთვის. ისინი მას კითხვების უსვამენ და საინტერესო პასუხებსაც იღებენ. სწორედ ეს სისტემა უქმნის საფრთხეს Google-ს. მეტიც, მას იგივე ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება ინტერაქციითაც შეუძლია. დიალოგში შეიძლება ჩაშენდეს რეკლამაც, რაც საძიებო სისტემას აშკარად საფრთხეს უქმნის.
Google may be only a year or two away from total disruption. AI will eliminate the Search Engine Result Page, which is where they make most of their money.
Even if they catch up on AI, they can't fully deploy it without destroying the most valuable part of their business! https://t.co/jtq25LXdkj
— Paul Buchheit (@paultoo) December 1, 2022