LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩათვალეთ, რომ მეც მიტინგის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ვარ – სააკაშვილი

167
dgujr

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა, მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ახლა ის მომენტია, როდესაც უნდა დადგეს საკითხი, – ყველა ერთის წინააღმდეგ, საქართველოს გადასარჩენად.მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინიდან მოუწოდებს, რომ ყველა პოლიტიკური, ერთმანეთს დაპირისპირებული ძალების გაერთიანება მნიშვნელოვანია.

,,დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი – ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად.
თბილისში ხვალ 15:00 საათზე არის მიტინგი. ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!

საქართველოში უნდა გათენდეს!”

მთავარ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიციის ლიდერები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში სამოქმედო გეგმას განიხილავენ. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი სამი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ კარვები, დანთებული აქვთ ცეცხლი, რათა მონაწილეებმა ღამის გათენება შეძლონ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g