LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძეზე განთავსებულ ურნებს შეუძლიათ ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენებს: ბითაძე

97
საპოკ

ურნები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზეა განთავსებული, ე.წ სმარტურნებია. ამის შესახებ, ქართული ოცნების დეპუტატმა, მაია ბითაძემ Business Media Georgia – სთან ისაუბრა.

“მათ აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობა შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ”. – აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს არის გრძელვადიანი პროექტი და მისი საშუალებით გარემო არ ბინძურდება. ასევე, ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შესაძლებელია, გაზი და ელექტროენერგია მივიღოთ.

“ჩვენ სეპარირებული ნარჩენისგან შეგვიძლია ახალი პროდუქტი მივიღოთ. ეს სისტემა, რომელიც მთელს მსოფლიოშია ჩამოყალიბებული, არის ეკონომიური და ეკოლოგიურად ძალიან მომგებიანი”. – განაცხადა, ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g