LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 15 სექტემბრამდე დასრულდება

213
64305331-2777733378909911-9056370707520290816-n

15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდანპიქსელისშენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.  

დედაქალაქის მერი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე სრულდება. კერძოდ, ვარაზისხევიდანპიქსელისშენობამდე წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემები მთლიანად შეიცვალა. ადგილზე, ასევე, შეიცვლება განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწის ქვეშ განთავსდება. მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე არასდროს განხორციელებულა

ჩვენთვის მთავარია, რომ 15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდანპიქსელისშენობამდე გზის საფარი იყოს მოწყობილი. ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდება. მხოლოდ ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. პროექტი კი მოგვიანებით დასრულდება. პარალელურად, ტროტუარის მოპირკეთება ხდება, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში განთავსება, ნარჩენებისთვის კი მიწისქვეშა ურნები ეწყობა. რადგანაც სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გამზირის ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდეს, რათა ავტომობილებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანიაჯეუ გრუპიუახლესი ტექნოლოგიით ახორციელებსკერძოდ, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ტარდება, რაც გზის საფუძველის სიმკვრივეს გააორმაგებს და რამდენიმე ათეულ წელს გაძლებს. საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიით გზის საფარის დაგება პირველად აეროპორტის გზატკეცილზე განხორციელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები