LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

11

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

“24-25 დეკემბერს, 08:00 საათიდან 22:00 საათამდე, გზის კაპიტალური მშენებლობის გამო, ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს კომპანია “ენკო” 9 დეკემბრიდან აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადად 120 დღეა განსაზღვრული”, – ნათქვამია განცხადებაში.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მძღოლებს დილიდან საათობით რიგში უწევთ დგომა, რის გამოც მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები