ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა. ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა გადასასვლელების მორეცხვა, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, გეგმიურად ხორციელდება, ხოლო დაგვა-დასუფთავება ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„თბილსერვის ჯგუფის“ ქონების მართვის სამსახური თბილისში არსებული 54 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.